რეზონანსი
03.03.2025

გვჭირდება ძლიერი კანონმდებლობა, რომელიც ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს, „ფარას" კანონი საქართველოს უცხოური გავლენებისგან დაიცავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

ბოჟაძის თქმით, ეს კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში სამაგალითოა.

„თითქმის საუკუნეა, „ფარა" ამერიკაში უცხოური ჩარევების განეიტრალებას უზრუნველყოფს. ეს კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში სამაგალითოა. საქართველოს ისევ აქვს ის გამოწვევები, რაზეც მანამდეც ვსაუბრობდით და არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, ძლიერი კანონმდებლობა გვჭირდება, რომელიც მომავალში ქვეყანას უცხოური ჩარევებისგან დაიცავს. „ფარა" საქართველოს უცხოური გავლენებისგან დაიცავს. თავის დროზე „ფარაზეც" იყო საუბარი, თუმცა მაშინ ამერიკული კანონი „რუსულ კანონად" მონათლეს. იმაზე უფრო ლმობიერი კანონი მივიღეთ, ვიდრე საფრანგეთმა, თუმცა სამოქალაქო სექტორის ნაწილმა კანონის აღსრულებას შეგნებულად აარიდა თავი და ისინი წავიდნენ ჯარიმებზე, რათა გამჭვირვალობა არ იყოს. ახლა უკვე გაუმჭვირვალობასა და სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე თავად ამერიკული მხარე საუბრობს და უფრო მნიშვნელოვანი გახდა, რომ ჩვენი ქვეყანა უცხოური გავლენებისგან დავიცვათ. არ გვინდოდა ისეთი მკაცრი კანონმდებლობის მიღება, რომელიც საფრანგეთსა და აშშ-ს ჰქონდათ, მაგრამ გამოწვევებმა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია, უფლება მოგვცა, ასეთი კანონმდებლობა მივიღოთ და ქვეყანა ნებისმიერი უცხოური გავლენებისგან დავიცვათ, მათ შორის მედიაც, სამოქალაქო სექტორიც და ის იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელსაც ამერიკაში მოქმედი კანონმდებლობა განსაზღვრავს", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×