რეზონანსი
03.03.2025

2024 წლის 22 მა­ისს ქვე­ყა­ნა სა­ზა­რელ­მა და­ნა­შა­ულ­მა შეძ­რა - ახალ­გაზ­რდა კაც­მა, ქა­ლაქ რუს­თა­ვის ცენ­ტრში სა­ნა­დი­რო თო­ფით მოკ­ლა მისი 20 წლის მე­უღ­ლე, რო­მელ­თან ერ­თა­დაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ცხოვ­რობ­და და სი­დედ­რი. მათ 6 თვის ჩვი­ლი ექიმ­თან ჰყავ­დათ მიყ­ვა­ნი­ლი და სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, ბავ­შვს მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და. ამ დროს დედა და მამა უკვე ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობ­დნენ. ცოლ-ქმარ­მა ბავ­შვი ექიმ­თან წა­იყ­ვა­ნა. მათ­თან ერ­თად იყო, დე­დის მხრი­დან, ბავ­შვის ბე­ბია. კად­რებ­ში, რო­მე­ლიც საქ­მის მა­სა­ლებ­ში იძებ­ნე­ბა, კლი­ნი­კა­ში მათი შეს­ვლა ჩანს.

ექი­მის და­ნიშ­ნუ­ლე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი შე­ნო­ბას ტო­ვე­ბენ. ირ­კვე­ვა, რომ მამა, გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი იქვე გა­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის­კენ მი­დის. დე­დამ, მა­რი­ამ სოფ­რო­მა­ძემ და ბე­ბი­ამ, ინგა ბე­გაშ­ვილ­მა 6 თვის ბიჭი სკვერ­ში ეტ­ლით წა­იყ­ვა­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში, მათ უკ­ნი­დან სა­ნა­დი­რო თო­ფით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლი მი­ე­პა­რა და სრო­ლა და­ი­წყო.

ბავ­შვი უვ­ნე­ბე­ლი გა­დარ­ჩა. დედა და ბე­ბია კი, მი­წა­ზე უსი­ცო­ცხლოდ და­ეც­ნენ.

კაცს, რო­მელ­მაც 6 თვის შვილს დედა და გამ­ზრდე­ლი ბე­ბია მო­უკ­ლა, 2 ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ის გი­ორ­გი ფი­რაშ­ვი­ლია, რო­მე­ლიც ახლა თა­ვის გა­მარ­თლე­ბას უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში შე­ეც­დე­ბა. სას­ტი­კი და­ნა­შა­უ­ლის­თვის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის ოჯა­ხი ობ­ლად დარ­ჩე­ნილ ბიჭ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბის­თვის იბ­რძვის, ბავ­შვზე, რო­მელ­საც, დე­დის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ, დე­ი­და ზრდის.

დამ­ნა­შა­ვემ პო­ლი­ცი­ა­ში თა­ვად და­რე­კა, მაგ­რამ რო­გორც შემ­ზა­რა­ვი შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ვე­ლე­ბი იხ­სე­ნე­ბენ, ბავ­შვთან არც კი მი­სუ­ლა. სა­ნამ ად­გილ­ზე პო­ლი­ცია მი­ვი­დო­და, ჩვი­ლის დამ­შვი­დე­ბა სკვე­რის და­სუფ­თა­ვე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შეძ­ლეს. თვითმხილ­ვე­ლე­ბი "კუ­რი­ე­რი P.S.-ს" უყ­ვე­ბი­ან, რომ დამ­ნა­შა­ვე შვილს ჩა­დე­ნი­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ არ მი­ახ­ლო­ე­ბია.

გი­ორ­გი ფი­რაშ­ვილ­მა სა­სა­მარ­თლო­ში აღი­ა­რე­ბის პო­ზი­ცია დუ­მი­ლით შეც­ვა­ლა. მას უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა ჯერ რუს­თა­ვის სა­სა­მარ­თლომ მი­უ­სა­ჯა, გა­ნა­ჩე­ნი გა­ა­სა­ჩივ­რა, თუმ­ცა სა­ა­პე­ლა­ცი­ომ უმ­კაც­რე­სი მსჯავ­რი ძა­ლა­ში და­ტო­ვა. ეს იყო გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნაც.

სა­ხის გა­მო­ჩე­ნა არ ისურ­ვა, თუმ­ცა "კუ­რი­ე­რი P.S.-ს" პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ მის­ცა მკვლე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლის მა­მამ. პა­ტიმ­რის მამა მომ­ხდა­რის მო­ტივს ვერ ასა­ხე­ლებს. ამ­ბობს მხო­ლოდ იმას, რომ და­ობ­ლე­ბულ შვი­ლიშ­ვილ­ზე მე­ურ­ვე­ო­ბა სურს.

“დიდი ტრა­გე­დია მოხ­და. მო­ტი­ვი არ ვიცი, იმი­ტომ რომ ჩემი შვი­ლი დღეს არ არის იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ამა­ზე პა­სუ­ხი ჰქონ­დეს. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვერ არის... მე არ ვამ­ბობ, რომ მარტო ჩემ­თან უნდა გა­ი­ზარ­დოს. მე ვამ­ბობ, რომ ორი­ვე ოჯახ­ში, რო­გორც - აქ, ისე - იქ. მე­ურ­ვე­ო­ბა მე მსურს, სა­ხელ­მწი­ფოს­გან არა­ფერს არ ვი­თხოვ, უბ­რა­ლოდ მე მაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ბავ­შვი გავ­ზარ­დო. მივ­ცე მას კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა,“ - აცხა­დებს ბრალ­დე­ბუ­ლის მამა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×