რეზონანსი
02.03.2025

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ახალი რაკეტების შესაძენად 1,6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს. ამის შესახებ ლონდონში უკრაინის საკითხზე ლიდერების შეხვედრის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა.

კერძოდ, UK Export Finance-ის პროგრამით დიდი ბრიტანეთი გამოყოფს 1.6 მილიარდ სტერლინგს, უკრაინისთვის 5000 საზენიტო რაკეტის შესაძენად,

მისივე თქმით, საზენიტო რაკეტები დამზადდება ბელფასტში, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სექტორში.

სტარმერის განცხადებით, მიზანია უკრაინის უძლიერეს მდგომარეობაში დაყენება, რათა მათ შეძლონ მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან.

„სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობებს", - აღნიშნავს ბრიტანეთის პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×