რეზონანსი
02.03.2025

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან ერთად უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად მუშაობს.

„ვიმყოფები ლონდონში, ვმუშაობ პრეზიდენტ ზელენსკისთან, პრემიერ მინისტრ სტარმერთან და ევროპელ ლიდერებთან უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დასამყარებლად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას", - წერს ჯასტინ ტრუდო სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, ჯასტინ ტრუდო გაერთიანებულ სამეფოში საერთაშორისო ლიდერების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა, რომელზეც უკრაინის საკითხს განიხილავენ. ამ წუთებში ლიდერები სამიტზე დასასწრებად იკრიბებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×