რეზონანსი
26.02.2025

გასულ დღეებში, თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ხაშურის მუნიციპალიტეტში. ჩაკეტილია სოფლების უმეტესობა, დაბა სურამის გარე უბნები, თუმცა, სისტემატურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, მუშაობს ათამდე ერთეული ტექნიკა და ეტაპობრივად, ხორციელდება ყველა დასახლებულ პუნქტამდე მისვლა.

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტს ტექნიკით, ეხმარებიან კერძო კომპანიებიც და ჩართულები არიან დიდთოვლობის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მადლობას უხდის.

მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტს ელექტრო ენერგიისა და გაზის მიწოდების თვალსაზრისით, შეფერხება არ აქვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×