რეზონანსი
25.02.2025

როგორც კი მდგომარეობა გართულდა, მაშინვე სრულად ჩავრთეთ ყველა რესურსი, ვგულისხმობ იმას, რომ თავდაცვის ძალების მობილიზებაც გადაწყდა ჩვენი მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოზურგეთში, საკოორდინაციო შტაბის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

კობახიძის თქმით, რეალურად, გუშინდელმა თოვამ გაართულა ვითარება.

„გამომდინარე მდგომარეობიდან, ჩვენ ვრეაგირებთ სათანადოდ, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სადაც რა რესურსიც იქნება საჭირო, სრული რესურსი იქნება მობილიზებული“, – განაცხადა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×