რეზონანსი
24.02.2025

შეიძლება პრეზიდენტ ზელენსკის მიმდინარე ან მომავალ კვირაში შევხვდე , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„პრეზიდენტ ზელენსკის შევხვდები. შეიძლება მიმდინარე კვირაში ან მომავალ კვირაში ჩამოვიდეს, რათა შეთანხმებას ხელი მოაწეროს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, არ იცის, თუ როდის შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს.

„არ ვიცი როდის ვისაუბრებთ. რაღაც ეტაპზე პრეზიდენტ პუტინს შევხვდები", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×