რეზონანსი
23.02.2025

ეგზიტპოლების თანახმად, გერმანიაში ვადამდელ არჩევნებში „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიან სოციალური კავშირი" (CDU/CSU) იმარჯვებს..

საარჩევნო უბნებიდან გამოსული ამომრჩევლების გამოკითხვის საფუძველზე, ფრიდრიხ მერცის ბლოკს ამომრჩეველთა ხმების 29 პროცენტი აქვს. ალის ვაიდელის ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) მეორე ადგილზეა 19.5 პროცენტით, ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ გერმანიის „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას" (SPD) კი 16 პროცენტი აქვს.

გერმანიის ვიცე-კანცლერის, რობერტ ჰაბეკის მემარცხენე-ლიბერალური „კავშირი-90"/„მწვანეები" 13.5 პროცენტს აგროვებენ.

„მემარცხენე პარტია" 8.9 პროცენტს აგროვებს, მემარცხენე-პოპულისტური „სარა ვაგენკნეხტის კავშირი" (BSW) - 4.7 პროცენტს, ხოლო ლიბერალური „თავისუფალი დემოკრატიული პარტია" (FDP) - 4.9 პროცენტს.

არჩევნებზე რეკორდული აქტივობა, 83% დაფიქსირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×