რეზონანსი
21.02.2025

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპელებმა უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომის საპასუხოდ სამხედრო ძალისხმევა უნდა გაზარდონ.

როგორც მაკრონმა აღნიშნა, ევროპა ახალ ერაში შედის, ამერიკის რუსეთთან მოლაპარაკების ფონზე კი რისკები არსებობს.

„ევროპელებმა უნდა გავზარდოთ ჩვენი სამხედრო ძალისხმევა. ჩვენ, ფრანგებს, გვყავს ძლიერი არმია, ყველაზე ეფექტური ევროპაში - ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვა და უსაფრთხოება", - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

ევროპული თავდაცვის თანამშრომლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ მაკრონმა განაცხადა, რომ „ძალიან რთული იქნება ერთიანი არმიის შექმნა". ამავე დროს, მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სურს ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის საყრდენის გაძლიერება.

მაკრონის განცხადებით, ამისთვის აპირებს, მომავალი კვირიდან პარტნიორებს შესთავაზოს, გაზარდონ თავდაცვის სფეროში ფინანსირება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×