რეზონანსი
21.02.2025

დასავლეთ საქართველოში 23-25 თებერვალს კვლავ მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, სანაპირო რაიონებში ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარია მოსალოდნელი, ზღვაზე 4-6- ბალიანი შტორმი, კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -4, -6 გრადუსამდე დაფიქსირდება.

საქართველოს მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობაა მოსალოდნელი.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

დაბალი ტემპერატურის გამო, კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია დაზიანდეს ციტრუსოვანი კულტურები, განსაკუთრებით ლიმონი.

საფრთხის დონე საშუალო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×