რეზონანსი
21.02.2025

ამერიკული FARA-ს ანალოგი და ბრიტანული მოდელის მიხედვით მომზადებული მედიის შესახებ კანონპროექტები ბიუროს სხდომაზე ორშაბათს დაინიცირდება. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ცვლილებები ქვეყანაში არაერთ სპეკულაციას დაასრულებს.

"ჩვენ ვგეგმავთ FARA-ს მიღებას და ასევე ბრიტანული მედიის შესახებ კანონმდებლობის მიღებას. ორივე დოკუმენტი იქნება წარდგენილი ერთი ერთში ორიგინალთან, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე ცვლილებების შეტანას. FARA უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას გარე ჩარევებისგან და თქვენ იცით, რომ FARA ერთი საუკუნეა ლამის უზრუნველყოფს ამხელა სახელმწიფოს გარე ჩარევებისგან და იცავს მას, ისევე, როგორც გვინდა, რომ ბრიტანული კანონმდებლობით მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები დეზინფორმაციისგან", - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ ლადო ბოჟაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×