რეზონანსი
17.02.2025

დღეს, 17 თებერვალს, დაკრძალეს ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ წყლით სავსე თხრილში ჩავარდნის შედეგად დაღუპული ორი ბავშვი - 4 და 6 წლის ბიჭები.

ბავშვები 15 თებერვალს დაიღუპნენ. თხრილიდან ამოყვანის შემდეგ ისინი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, არ არის სამშენებლო ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი. 

15 და 16 თებერვალს, შემთხვევის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა ერთი ჯგუფი დაუპირისპირდა. ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „ბათუმელების“, „აჭარა თაიმსის“, "ტვ პირველის", საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×