რეზონანსი
10.02.2025

2025 წლის იანვარში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 8.7%-ით შემცირდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, იანვარში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.4%-ით შემცირდა (-18.5 მლნ აშშ დოლარი). ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით "გალტ ენდ თაგარტი" წერს.

რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 თებერვალს).

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის იანვრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.4%-ს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×