რეზონანსი
10.02.2025

ახლა ხომ გასაგებია, რატომაც არ ასაჯაროებენ თავის ფინანსებს? ახლა ხომ გასაგებია, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, როგორც პირველმა, რატომ უწოდა ამ კანონს რუსული კანონი? ხომ გამოჩნდა, რაშიც იყო საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხი გაეცა კითხვას, რატომ ააჯანყეს დონორებმა „ენჯეოები“ და რატომ არ სურთ დონორებს, რომ გაასაჯაროონ თავისი ფული.

„რატომ ააჯანყეს „ენჯეოები“ ამ კანონის და რეესტრის წინააღმდეგ, რომ დაეფარათ ის, რაც დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ ამხილა. წარმოგიდგენიათ, რა დონის კორუფცია, მავნებლობა, გაფლანგვა გამოვლინდა სულ რამდენიმე დღეში, რაც ჩაიხედეს პროექტებში, ფინანსებში, შინაარსობრივ თუ ფინანსურ ნაწილში. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამჟღავნება არ უნდოდათ, რომ საქართველოში არ გვენახა, თუ რა სქემებთან გვქონდა საქმე. შესაბამისად, ერთის მხრივ გაეცა პასუხი კითხვას, რატომ ააჯანყეს დონორებმა „ენჯეოები“ და რატომ არ სურთ დონორებს, რომ გაასაჯაროონ თავისი ფული, რადგან გამოჩნდება ზუსტად ის, რაც ჩვენ დავინახეთ შეერთებულ შტატებში. სხვა დონორებიც ეჭვმიტანილი არიან უკვე ამ ფაქტებიდან გამომდინარე. ბუნებრივად, ავტომატურად არიან ეჭვმიტანილები, ამიტომ მტკიცების ტვირთი მათ მხარეს არის, მათ უნდა უმტკიცონ ქართველ ხალხს, რომ იგივე მავნე მიზნებისთვის არ იხარჯებოდა ფული, რასაც ჩვენ ვხედავთ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის განცხადებაში“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×