რეზონანსი
03.02.2025

დემოკრატიისთვის ბრძოლაში ქართველ ხალხს მხარი უნდა დავუჭიროთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი (ლიბერალური დემოკრატები) X-ზე წერს.

„დიდმა ბრიტანეთმა სასწრაფოდ უნდა იმოქმედოს. ამ შაბათ-კვირას, საქართველოში ძალადობა ადასტურებს იმას, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა. ჯო უილსონმა და მე საგარეო საქმეთა მინისტრს ივანიშვილის, პუტინის ოლიგარქი მარიონეტის, წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოვუწოდეთ", - წერს მაკკლირი.

ცნობისთვის, ამერიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა და ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკკლირიმ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ ლემის ერთობლივი წერილი გაუგზავნეს, რომელშიც მას ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდეს.

„საგარეო მდივანო, მოგიწოდებთ, დაყოვნების გარეშე იმოქმედოთ და სანქციები დაუწესოთ ივანიშვილს, ოლიგარქ მჩაგვრელს, რომელმაც შესაძლებლობა მისცა პუტინის ჩარევას საქართველოს დემოკრატიაში და ძირი გამოუთხარა მის სუვერენიტეტს. შეერთებულმა შტატებმა 2024 წლის დეკემბერში დაუწესა სანქციები ივანიშვილს; ტრანსატლანტიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიისთვის პატივისცემის სულისკვეთებაში, გაერთიანებულმა სამეფომ იგივე უნდა გააკეთოს", - ნათქვამია წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×