რეზონანსი
03.02.2025

აჭარის მთავრობის სახლთან, სადაც მეოთხე დღეა კარვებია გაშლილი, საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, კარვების დაშლას არ აპირებენ, ვიდრე ხელისუფლება უკან არ დაიხევს. მათი მთავარი მოთხოვნაა, სასწრაფოდ დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.

"საქართველოში 5 ადამიანი შიმშილობს. მზია ამაღლობელი 23-ე დღეა, თემურ ქათამაძე მე-18 დღეა, ლაშა ჩხვიმიანი მე-6 დღეა, ლაშას დედა მე-4 დღეა, ისაკო დევიძე მე-3 დღეა. ხალხო, ადამიანები თავს სწირავენ თქვენი თავისუფლებისთვის, თქვენი ევროპული მომავლისთვის. ხელისუფლებაში არიან ჯალათები, ყველამ ნახეთ თბილისში, აქციის მსვლელობისას როგორ აკავებდნენ ადამიანებს, პირდაპირ ხდება წამება და არაადამიანური მოპყრობა, დაუშვებელია რეჟიმი ხელისუფლებაში დარჩეს", - ამბობენ შეკრებილები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×