რეზონანსი
03.02.2025

[გუშინ] დაშავდნენ გარკვეული ადამიანები, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ევროპაში, სულ ახლახან, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას, 5 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე ასევე დაშავდნენ პოლიციელები, „მაგრამ ამაზე არავინ ლაპარაკობს“.

ვოლსკის განცხადებით, „არ არსებობს არჩევნების გაყალბება და არ არსებობს საგარეო კურსის ცვლილება“.

„ამ მოგონილი, რაღაც ისტერიული განცხადებებით ცდილობენ, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ სახელმწიფოს. შესაძლოა, იქ ძალის გადამეტებას გარკვეულ შემთხვევებში ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამოცანა სწორედ ეს არის, რომ დაპირისპირება მოხდეს სამართალდამცავებთან, როდესაც აუცილებლად მოხდება ფიზიკური დაპირისპირება და ამ დაპირისპირების დროს ადამიანები შავდებიან. დაშავდნენ პოლიციელები. ამაზე არავინ ლაპარაკობს. დაშავდნენ გარკვეული ადამიანები, თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ რომ ევროპაში, სულ ახლახან, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებისას 5 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, პიროტექნიკა გამოიყენეს და უამრავი ადამიანი ძალიან სერიოზულად დაზიანდა,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×