რეზონანსი
03.02.2025

სეპარატისტულ აფხაზეთში სკანდალია. სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის ადგურ არძინბას ბიძაშვილი ადამირ ფაჩალია (ფაჩახა) საქართველოს თამაშს ესწრებოდა ევროპის ჩემპიონატზე, თანაც საქართველოს ნაკრების ფორმით. პირველ ფოტოზე ის აღბეჭდილია  პირველ ფოტოზე ის აღბეჭდილია „კანონიერ ქურდ“ ტარიელ ონიანთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ მერაბ ჟორდანიასთან ერთად ამავე მატჩზე.

ამ მოვლენების ფონზე ადგურ არძინბას დებატებზე მოუწევს პასუხის გაცემა კითხვებზე ფაჩახთან მის კავშირზე და ონიანის მხრიდან დაფინანსებაზე. როგორ კომენტარს გააკეთებს ის ბიძაშვილის საქართველოს ნაკრების მაისურით გადაღებულ ფოტოებსა და ქართველ კრიმინალ მეთაურთან პარტნიორობაზე? პარალელურად სულ უფრო აქტუალური ხდება კითხვები იმის შესახებ, თუ ვინ აკონტროლებს რეალურად სიტუაციას აფხაზეთში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×