რეზონანსი
02.02.2025

„კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, ნიკა მელიასა და დიმიტრი ბიძინაშვილის ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღიათ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია და აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი თბილისის გასასვლელში საპროტესტო აქციაზე დააკავეს. სხვადასხვა წყაროებით, მათ შორის „კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულია 20-ზე მეტი პირი.

დაკავებულების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×