რეზონანსი
02.02.2025

ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ - რამდენიც არ უნდა დააკავონ - არ გაჩერდება ეს ამბავი, შეუძლებელია, ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან" „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საპროტესტო მსვლელობისას განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" იღებს „დრაკონულ კანონს" ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა.

„ეს აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ გავიმარჯვებთ - რამდენიც არ უნდა დააკავონ. ისინი [„ქართული ოცნება"] აკეთებენ ყველაფერს, რომ პროტესტი ჩაახშონ. სჭირდება ამას საკანონმდებლო ცვლილებები? - ამას აკეთებენ. იღებენ რაღაც დრაკონულ კანონს ზუსტად ისე, როგორც რუსეთში ხდებოდა ეს. ერთი ერთში აკოპირებენ ყველაფერს. არც მაგისი არვის ეშინია. არ გაჩერდება ეს ამბავი, შეუძლებელია. ეს ქვეყანა რუსეთი არ გახდება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×