რეზონანსი
01.02.2025

რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებში შედის, - ამის შესახებ უკრაინისა და რუსეთის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„თუ ჩვენ ამ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ეს მთელ მსოფლიოს, მათ შორის, აშშ-ს, სარგებელს მოუტანს", - განაცხადა კიტ კელოგმა.

მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მომდევნო რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.

„ვფიქრობ, ჩვენ კარგი, საიმედო გეგმა გვაქვს, რათა საუბარი დავიწყოთ და შემდეგ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ", - აღნიშნა კელოგმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×