რეზონანსი
31.01.2025

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში პროტესტების უკან უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონი" დგას. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.

როგორც სლოვაკეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიტინგებში მონაწილე ოპოზიციონერებს და არაპოლიტიკურ ორგანიზაციებს, როგორიცაა „მშვიდობა უკრაინას", „ქართულ ლეგიონთან" აქვთ კავშირი.

ფიცოს განცხადებით, „ქართული ლეგიონი" უკრაინულ კონტრდაზვერვასთან არის დაკავშირებული, ხოლო მისი ლიდერი მამუკა მამულაშვილი იმ პირთა შავ სიაშია შეყვანილი, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×