რეზონანსი
30.01.2025

ჩვენ მოხარული ვართ, რომ საქართველო ჩვენი სომეხი მეგობრებისთვის რჩება ტურისტულად მიმზიდველ ადგილად, ყოველ წელიწადს საქართველოს მილიონამდე სომეხი ტურისტი სტუმრობს და ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის არის შთამბეჭდავი რაოდენობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-14 სხდომაზე.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორივე მხარე აქტიურად მუშაობს რეგიონში უცხოელი ტურისტების მოსაზიდად.

„ტურიზმს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ ტურიზმი არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს ხალხთა შორის ურთიერთობები, რასაც ისედაც აქვს მყარი ისტორიული საფუძველი. აქედან გამომდინარე, მზად ვართ, რომ მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ტურისტული კავშირების გამყარებას საქართველოსა და სომხეთს შორის.

სასიხარულოა, რომ ჩვენი ორივე მხარე აქტიურად ვმუშაობთ უცხოელი ტურისტების მოსაზიდად რეგიონში. ჩვენ უცხოელ ტურისტებს ვთავაზობთ ერთობლივ პაკეტებს და ტურებს, ამ მიმართულებითაც თანამშრომლობის გაღრმავება არის მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისთვის. ასეთი ინიციატივები კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნების საზღვარგარეთ ცნობადობის გაზრდას და მეტ ერთობლივ ეკონომიკურ აქტივობას.

მთლიანობაში კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო, დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებისთვის, ამისთვის არის მოწოდებული მთელი ჩვენი გუნდი და გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის იმედი მომავალშიც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×