რეზონანსი
30.01.2025

ამ კონკრეტულ ელჩს ჰყავს თავისი პატრონი და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს, - განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერზე საუბრისას დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას.

კახა კალაძე საქართველოში გერმანიის ელჩ, პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა, რომ ახლად არჩეულ პრეზიდენტს არ აღიარებს.

„ჩვენ უკვე ვთქვით და გავიმეორებ, რომ სამწუხაროდ, გერმანიას საქართველოში ელჩი არ ჰყავს. არიან გარკვეული დიპლომატები, ჩვენი რადიკალური „წვრილფეხა“ ოპოზიცია, არის ბრიუსელის გარკვეული ბიუროკრატია და ყველანი იმართებიან კონკრეტული ადამიანებისგან. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის „დიფ სთეითის“ დამარცხება. სწორედ ამაზე ვსაუბრობთ ჩვენ. ყველანი იმართებიან გარედან. აქვთ ერთიანი „მესიჯ ბოქსი“. რასაც დაავალებენ, იმას აკეთებენ. ეს კონკრეტული ელჩიც თავის თავს და ქვეყანას არ ეკუთვნის. მას ჰყავს თავისი პატრონი და რასაც ეტყვიან, იმას აკეთებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×