|

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საერთაშორისო ურთიერთობის მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა „ევროპის სახალხო პარტიის" რეზოლუციაში მოითხოვა ცვლილება, რომ სანქციების რეჟიმი რუსეთზე უნდა გავრცელდეს არა მხოლოდ უკრაინაში მისი ქმედების გამო, არამედ იმის გამო, რასაც ის აკეთებს საქართველოსა და მოლდოვაში. ინფორმაციას ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „ევროპის სახალხო პარტიამ" ცვლილებას მხარი დაუჭირა. ამასთან, ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის პოზიცია არ არის თანხვედრაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. „არცერთი ქვეყნის ბედი ისე არ არის დამოკიდებული უკრაინაზე, როგორც საქართველოსი და ღრმად მწამს, რომ უკრაინა გაიმარჯვებს. უკრაინა იქნება წარმატებული და უკრაინის გამარჯვება იქნება საქართველოს გამარჯვებაც. ვწუხვარ, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია არ არის თანხვედრაში ევროკავშირთან - ევროკომისიის 9 რეკომენდაციაში მოცემულია პუნქტი, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. რუსეთის ფედერაცია არღვევს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მოლდოვის და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სამივე ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ამ რეზოლუციაში აუცილებელია, რომ ნახსენები იყოს საქართველო და მოლდოვა და გთავაზობთ ცვლილებას ამ თვალსაზრისით", - აცხადებს ჭიაბერაშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|