რეზონანსი
03.11.2023

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 311 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში სულ ქვეყანაში 4 076 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. აქედან 114 შემთხვევა სიმთვრალით იყო გამოწვეული, დაზარალდა 5 352 ადამიანი.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანაში 8 081 ხანძარი დაფიქსირდა, რის შედეგადაც დაიღუპა 37 ადამიანი, ხოლო ტრავმა მიიღო 149 ადამიანმა. ხანძრების შედეგად, ქვეყნის მასშტაბით 294 შენობა-ნაგებობა განადგურდა.

საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის კვარტალში სამ კვარტალში ტრეფიკინგის მუხლით ჩადენილია 14 დანაშაული და აქედან შსს-ს მიერ 8 საქმეა გახსნილი.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას, 2023 წლის სამ კვარტალში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რაოდენობამ 5 920 შეადგინა. აქედან 4 977 ქალია, ხოლო 943 - მამაკაცი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×