რეზონანსი
02.11.2023

ნიკა მელია არის იმ განცხადების ავტორი, რომ ყველა, ვინც შევიდოდა არჩევნების შემდეგ პარლამენტში, იქნებოდა პუფი და ბოლოს თვითონ აღმოჩნდა პუფი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიკა მელიას განცხადებას.

„არასერიოზულია ხოლმე ყოველთვის მისი [ნიკა მელიას] განცხადებები და მისი არასერიოზულობის გამო არის იმ მდგომარეობაში, რომელშიც არის. ნიკა მელია არის იმ განცხადების ავტორი, რომ ყველა, ვინც შევიდოდა არჩევნების შემდეგ პარლამენტში, იქნებოდა პუფი და ბოლოს თვითონ აღმოჩნდა პუფი. ასე რომ, ასეთი განცხადებები სერიოზულად არ უნდა მივიღოთ", - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნიკა მელია პარლამენტში მყოფ „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს საქმიანობას უწუნებს. ყოფილი თავმჯდომარე კოლეგებს 12 რეკომენდაციის, მიხეილ სააკაშვილისა და ასევე იმ უფლებების გამო აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იყო საპარლამენტო კომისიის შექმნა.

„ანუ გამოდის პარლამენტში გიწევთ ერთადერთ ფუნქციის შესრულება - პარლამენტის შელამაზება ქართულ ოცნებისთვის. მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ არ ღირს ეს ყველაფერი ოცნების პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად", - წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×