რეზონანსი
02.11.2023

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააჟღერა მოწოდება პაუზაზე ისრალესა და "ჰამასს" შორის მიმდინარე ომში, რათა მძევლებს გათავისუფლების საშუალება მიეცეთ.

მან მინესოტაში გამართულ კამპანიის ღონისძიებაზე აუდიტორიაში მყოფ ქალს უპასუხა, რომელმაც მას ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"ვფიქრობ, ჩვენ გვჭირდება პაუზა. პაუზა ნიშნავს დროის დათმობას პატიმრების გასაყვანად", - თქვა მან.

მოგვიანებით თეთრმა სახლმა განმარტა, რომ პრეზიდენტი გულისხმობდა ჰუმანიტარულ დახმარებას და 240 მძევალს, რომლებიც "ჰამასის" მიერ არიან დაკავებულები.

ქალი დაცვის თანამშრომლებმა გაიყვანეს, ის სკანდირებდა "ცეცხლის შეწყვეტა". ბაიდენმა თქვა, რომ სიტუაცია "წარმოუდგენლად რთულია" როგორც ისრაელელებისთვის, ასევე მუსლიმური სამყაროსთვის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×