რეზონანსი
02.11.2023

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის გია ცაგარეიშვილის თქმით, ყველაზე ცუდ წარმოდგენებში, ნაცმოძრაობას ამ პარტიის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ვერ უსურვებდა ამ გზის გავლას.

„წარმოიდგინეთ, არსებობს პარტია, რომელსაც ჰყავს ვინმე ხაბეიშვილი თავმჯდომარედ. ჰყავს გენერალური სპონსორი - ოლიგარქი კეზერაშვილი, რომელიც სად არის გადახვეწილი კაცმა არ იცის და ის მართავს რეალურად პარტიას. ჰყავს ყოფილი თავმჯდომარე, რომელიც კარიდან გააგდეს და ფანჯრიდან ლამობს გადაძრომას იმავე პარტიაში - გირაოთი გათავისუფლებული კრიმინალი მელია. მოულოდნელად გამოჩნდა ვინმე ჯაფარიძე, რომელიც რას აკეთებს, რას შვება? გაგვახსენა ყველას „ღიმილიანი საქართველო“ - ნახევარ ქვეყანას კბილები რომ დააძრო თავის შეფთან ერთად და მერე დატოვა გაცინებული (შემდეგ ჩვენ ჩავუსვით იმ ხალხს კბილები). რაც მთავარია, არის სადღაც ცხრაკლიტულში (რეალურად, მშვენიერ ოროთახიან VIP პალატაში) გამოკეტილი ცრუ ღმერთი პატიმარი სააკაშვილი. „ნაციონალურ მოძრაობა“ იმის ღირსია, რაც ახლა სჭირს“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×