რეზონანსი
01.11.2023

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილი შეიწყალოს.

„არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი. გამორიცხული არაფერი არ არის, იმიტომ, რომ ისეთ ტალღაზეა ქალბატონი სალომე, ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია ამ ადამიანს. თუ გავითვალისწინებთ კონსტიტუციის დარღვევას, იმ ხაზს რა ხაზსაც ატარებს, პირდაპირ რადიკალური ოპოზიციის „მესიჯებზეა“ და შეიძლება ითქვას, რომ ერთი დღის წესრიგი აქვთ.

ვერ გეტყვით რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თუმცა ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ სხვა კონკრეტული საკითხებია რაზეც გამოძიება მიმდინარეობს“, - განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×