რეზონანსი
01.11.2023

ერგნეთში მოლაპარაკებები ისევ კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. ინციდენტების პრეცენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფორმატში, მხარეები წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ინციდენტებზე თითქმის 7 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ.

ოფიციალური თბილისის მოთხოვნა ტყვეობაში მყოფი 7 მამაკაცის გათავისუფლება იყო, მათ შორის 2 ოკუპატებმა ტახტისძირიდან და პერევიდან, ბოლო 24 საათის განმავლობაში გაიტაცეს.

ცენტრალურმა ხელისუფლებამ ასევე გააპროტესტა ბორდერიზაციის შემთხვევები, რომელიც წინა შეხვედრიდან დღემდე სულ 3 ჯერ, მათ შორის ერგნეთში დაფიქსირდა. რაც შეეხება სროლებს, რომელიც ადგილობრივების თქმით, ტახტისძირის მიმდებარე ტერიტორიზე მიმდინარეობს, სუსის მაღალჩინოსანმა არ დაადასტურა და თქვა, რომ მსგავსი ადგილზე არაფერი ხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×