
პოლიციაა ამ წუთებში მობილიზებული დმანისში, სადაც რამდენიმე საათის წინ, ყოფილი მერის, გიორგი ტატუაშვილის ჩაცხრილვა სცადეს. სამართალდამცავებმა ოპოზიციონერის ავტომობილი უკვე დაასურათეს.
დაზარალებული პოლიციას ჩვენებას ამ წუთებში აძლევს, ტატუაშვილი გომელაურის უწყებას გადასცემს ვიდეო კადრებს, რომელიც დამაგრებულმა კამერამ გადაიღო.
გიორგი ტატუაშვილი დარწმუნებულია, რომ შეიარაღებული თავდამსხმელები რომლებმაც 5 ტყვია ესროლეს, "ოცნების" ზონდერები იყვნენ.
ყოფილ მაღალჩინოსანს ჩასაფრება იმ დროს მოუწყვეს, როდესაც თბილისიდან დმანისში ბრუნდებოდა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი 236-ე და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაა-ტარებას გულისხმობს.
თავდამსხმელები ამ დრომდე არავის დაუკავებია.