რეზონანსი
01.11.2023

კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს ამ დრომდე ეძებენ. "ავერსის" კლინიკა ადასტურებს, რომ მათთან, გამოკვლევაზე მიყვანილი სამი პატიმარი გაიქცა.

პენიტენციურ სამსახურს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია. კლინიკის ინფორმაციით კი, პატიმრები ბადრაგებს ჰყავდათ, რა დროსაც ისინი გაიქცნენ. 

ფაქტი დღეს დაახლოებით 13 საათზე მოხდა. კლინიკის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერება კი მხოლოდ ახლა დაიწყო. როგორც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი აცხადებს, ცდილობენ დაადგინონ, სად იყვნენ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები მაშინ, როდესაც პატიმრები გაიქცნენ. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×