რეზონანსი
01.11.2023

ეს იყო გამაოგნებელი არაკვალიფიციურობა იმ ადამიანისგან, რომელიც ერთ დროს მთავარი პროკურორი იყო. სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს ფიზიკურად ვერ შეიწყალებს, რადგან შეწყალება დამდგარ ბრალზე დგება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ბრალი, რომელიც ჯერ არ დადასტურებულა და სასჯელი არ არის, მასზე პრეზიდენტი შეწყალებას ვერ გასცემს.

„სააკაშვილი სამი საქმიდან ერთ საქმეზეა მისჯილი, ორზე სასჯელი არ არის. როგორც კი, ერთ საქმეზე შეიწყალებს, მეორეზე შეაბრუნებენ ციხეში. მერე მესამეზე შეიწყალოს? ანუ, სალომე ზურაბიშვილი უნდა იჯდეს და კვირაში ორჯერ სააკაშვილი უნდა იწყალოს? ამას ნიკა გვარამია როგორ ამბობს, გაოგნებული ვარ, რადგან კვალიფიციური იურისტია. წინმსწრებად ხომ არ შეიწყალებს? შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესია ხომ არ არის, ინდულგენციებს რომ გასცემდნენ? - ეს ასე არ ხდება. ეს იყო ნიკა გვარამიას მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ პოლიტიკური დარტყმა, სამართლებრივად კანონს ჩახედონ", - განაცხადა ელისაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×