რეზონანსი
01.11.2023

მესმის, რომ ნიკა გვარამიას შეიძლება, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მისი პოზიტიური გამოცდილების გაზიარება უნდა, თუმცა შეწყალების პრეროგატივა პრეზიდენტს აქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" წევრმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა და მან სასჯელი უნდა მოიხადოს. ხელისუფლებას სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა თუ უნდა, შეწყალებაც არ იქნება ეფექტური, რადგან მათ სამართლებრივად შეუძლიათ, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სხვა საქმეზე დაიწყონ და ციხეში ჩასვან. ამას ერთ-ერთი თეორიული სცენარით ვგულისხმობ. თუ მოცემულობას მივიღებთ, რომ ეს „ქართულმა ოცნებამ" არ გააკეთა, ეს იქნება შეთანხმების ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობასთან", რაც „ქართული ოცნებისთვის" საარჩევნოდ პოზიტიურად იქნება გამოყენებული", - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×