რეზონანსი
31.10.2023

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი იმ მოვლენებს იხსენებს, როდესაც გიორგი ზერეკიძე დააკავეს და პარლამენტთან მისი გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართებოდა. სუბარი, რომელიც იმ დროს სახალხო დამცველი იყო, აცხადებს, რომ საზოგადოება კარგად ხედავს ვინ არის მართლა კრიმინალი და ვის გაშავებას ცდილობს სისტემა, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება გიორგი ზერეკიძესთან დაკავშირებით.

„გიორგი ზერეკიძის ოჯახმა გაასაჩივრა საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ოჯახს სთხოვეს, ოღონდ გამოიტანეთ [სარჩელიო] და რაღაც შეღავათებს გაგიკეთებთო. როგორც კი გამოიტანეს სარჩელი, მამა დაიჭირეს და საკმაოდ საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა ციხეში. გრიგორიადისის საქმე არის სრულიად საპირისპირო მოვლენა, როდესაც ადამიანი, რომელზეც ძალიან ბევრი მტკიცებულება არსებობს, რომ ესროდა პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს" და ცდილობდა ეს ადამიანები ცოცხლად დაეწვა. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს ვინ არის მართლა კრიმინალი და ვის გაშავებას ცდილობს სისტემა, რასაც აკეთებდნენ ზერეკიძესთან დაკავშირებით", - აღნიშნა სუბარმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×