რეზონანსი
31.10.2023

სენატის ასიგნებების კომიტეტის მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა როგორც მორალური პასუხისმგებლობა, ასევე სტრატეგიული იმპერატივია.

"ახლა ჩვენ სრულად გვესმის, რომ "ჰამასი" არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს. ჩვენ გლოვობთ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას", - აღნიშნა პენტაგონის ხელმძღვანელმა.

"მე არაერთხელ ვუთხარი ისრაელის ლიდერებს, რომ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა როგორც მორალური პასუხისმგებლობა, ასევე სტრატეგიული იმპერატივია. ჩვენნაირი დემოკრატიები უფრო ძლიერი და უსაფრთხოა, როდესაც ჩვენ ვიცავთ ომის კანონსა და მშვიდობიან მოქალაქეებს", - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×