რეზონანსი
31.10.2023

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ 7 ოქტომბერს კიბუცსა და რამდენიმე სოფელზე თავდასხმის ორგანიზატორი მოკლეს. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია ნასიმ აბუ აჯინაზე, რომელიც ისრაელის მიერ განხორციელებული იერიშის დროს დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ის ასევე მეთვალყურეობდა „ჰამასის“ უპილოტო საფრენნი აპარატების გამართულობას.

„მისი სიკვდილი შეაფერხებს „ჰამასის“ წინააღმდეგობას“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს „ჰამასი“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×