
ბიძინა ივანიშვილიმა იპოდრომი გადაყიდა, თუმცა კონკრეტული პირობებით. ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ "ვისოლ ჯგუფის" დამფუძნებლებს ქალაქს ყველაზე გამწავნებული ტერიტორია გირავნობით გადაეცემათ. ასე მოიაქცა ივანიშვილის "ქართუ" წინა ხელშეკრულების შემთხვევაშიც.
ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოლიგარქი ტერიტორიის დასაბრუნებლად გზას მაინც იტოვებს და მისი ინტერესში მხოლოდ ფულის კეთება შედის.
არ ენდობა ბოლომდე კომპანიას ანუ გირვანობით იდებს. ობიექტი ჯერ ბოლომე არ გადასცა საკუთრებაში ანუ ეს ფული ბიძინა ივანიშვილის ბანკში უნდა მოხვდეს. ჯამი არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართელოში შოულობს ფულს მისი ქონების გაყიდვით.მორიგი ფინანსური მაქინაცია, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ ანუ ის ადამიანი მის წლების წინ ნაყიდ ქონებას ყიდის სარფიანად, - ამბობს „ევროპული საქართელოს“ წევრი ბესიკ დონაძე.
ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე ფიქრობს, რომ ოლიგაქრი ფულის "გაქეშებას" ცდილობს.
მსგავსი სწრაფ-სწრაფი მაქინაციები გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ამ ფულის გაქეშებასთან. საგამოძიებო ორგანოებს მსგავსი ტიპის ტრანზაქციები აუცილებლად უნდა შეესწავლათ, მაგრამ როდესაც საქმე ეხება რუს ოლიგარქს, მის ფულს, ამით არავინ აინტერესდება, - ამბობს ირაკლი ნადირაძე.