რეზონანსი
31.10.2023

"არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა" - ასე შეაფასა "ქართული ოცნების" წევრმა ნინო წილოსანმა, დღეს, პარლამენტში, თავისივე პარტიის წევრის, ალუდა ღუდუშაურის მიერ, ანა წითლიძის მისამართით გაკეთებული განცხადება:

"დღეს, პოლიტიკურ განცხადებებში, ჩემთვის სრულიად მიუღებელი ფორმებით მიმართეს ქალ დეპუტატს. არასდროს მომეწონება გამოხატვის მსგავსი ფორმა და მნიშვნელობა არ აქვს, რა იყო ამის წინაპირობა," - წერს სოციალურ ქსელში ნინო წილოსანი. 

"შენ ხარ ბანძი ადამიანი" - ასე მიმართა ალუდა ღუდუშაურმა ანა წითლიძეს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×