
"ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ პარლამენტში ქალი დეპუტატების მიმართ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და სექსისტურ განცხადებებს მამუკა მდინარაძე ეხმაურება.
მდინარაძის განცხადებით, რომ პროვოკაციებს წამოეგნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები.
ნამდვილად არ იყო მოსაწონი ის რეაქციები, რაც მეორე მხრიდანაც სერიოზულ პროვოკაციებს მოჰყვა, თუმცა, ეს შედარებით მეორეხარისხოვანი ხდება, როდესაც მართლა შეიძლება რაღაც ნორმები ირღვევა ეთიკის და ცოტა ზედმეტი მოგვდის ხოლმე და ეს უნდა ვაღიაროთ, მგონია, რომ ჩვენი თანაგუნდელები ემოციური ფონი რომ ჩაცხრება, ამას გააკეთებენ," - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ქალი დეპუტატების წინააღმდეგ დღეს "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთეს. განსაკუთრებით თავდასხმის სამიზნე თეონა აქუბარდია და ანი წითლიძე იყვნენ. პარლამენტის თავმჯდომარე არ ყოფილა ერთადერთი, ვინც დღეს თეონა აქუბარდიას შეურაცხყოფა მიაყენა. ოპოზიციონერი დეპუტატი მწვავედ გააკრიტიკა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ.
ანი წითლიძის მისამართით კი შეურაცხმყოფელი და სექსისტური გამონათქვამები ალუდა ღუდუშაურმა გაახმოვანა.
ოპოზიცია დაჩი ბერაიასგან ბოდიშის საჯაროდ მოხდასა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას ითხოვს.