რეზონანსი
31.10.2023

"ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს," - ასე ეხმაურება დეპუტატი თეონა აქუბარდია თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან პარლამენტის სხდომათა დარბაზში მისი მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ განცხადებას.

თეონა აქუბარდია წერს, რომ ის არ გაჩუმდება მსგავსი განცხადებების მიუხედავად და გააგრძელებს დეპუტატებისა და პარლამენტის თავმჯდომარის მხილებას. 

აქუბარდია ვარაუდობს, რომ ირაკლი ბერაიას შეურაცხმყოფელ განცხადებებს მისი დისკრედიტაციის მიზნით "გაგრძელებაც მოჰყვება".

ის რაც ოცნების კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუსის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია ოცნებას წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან. 

ამას ალბათ გაგრძელებაც მოყვება, მაგრამ სუს-ს და ოცნებას ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!" - წერს აქუბარდია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×