რეზონანსი
31.10.2023

არასწორი პოლიტიკა აირჩია თავის დროზე ოპოზიციამ, როდესაც „მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტი იყო ინიცირებული. ვერ გაერკვნენ უბრალოდ მდგომარეობაში და დაიწყეს კანონპროექტზე ნეგატიური შეფასებების კეთება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„მერე აღმოჩნდა, რომ მერე ეს იყო დირექტივის შესასრულებლად , რა თქმა უნდა იყო თაგსებადი ევროპულ სტანდარტებთან და ახლა ცდილობდნენ ხელოვნურად შექმნან მიზეზები. ვერ დადგებიან და ვერ დაუწყებენ ევროკავშირს გინებას. მიზეზი რაიმე კრიტიკული მოსაზრების გაცხადებისთვის რეალურად აღარ დარჩათ. ახლა უმჯობესია ამ სასოწარკვეთილ მცდელობებს თავი დაანებონ და საერთოდ დაანებონ ამ თემაზე საუბარს თავი", - განაცხადა სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×