USAID აგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის მხარდაჭერას და ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლის მშენებლობას
რეზონანსი
30.10.2023

ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტო (USAID), საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, აშშ-ის სკოლების მსოფლიო ქსელთან და საქართველოს უნივერსიტეტთან პარტნიორობით დაიწყო ახალი პროგრამა USAID განათლება მომავლისთვის.

$14 მილიონიანი დაფინანსების ფარგლებში, პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სასკოლო გარემოსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობას გააუმჯობესებს.

ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა. აუდიტორიას სიტყვით მიმართეს USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ელჩმა, ერინ ელიზაბეტ მაქიიმ და არიზონას უნივერსიტეტის პროფესორმა ივეტა სილოვამ. 

„USAID-ი არის და რჩება საქართველოს სანდო პარტნიორად. ყველა ის პროექტი რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად განათლებაში არის უმნიშნვნელოვანესი, ჩვენი სამინისტროს ერ-ერთი მთავარი მიმართულება არის ზოგადი გაანთლების რეფორმა, ამიტომ, დღევანდელი პროექტი, რომელიც USAID-თან ერთად დავიწყეთ არის მნიშვნელოვანი და პასუხობს იმ რეფორმებს, იმ გასაკეთებელ და გადასადგმელ ნაბიჯებს, რომელსაც სამინისტრო ახლო მომავალში გეგმავს, ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება პროგრამასთან თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოთ იმ გამოწვევების დაძლევა, რომელიც ახლა ზოგად განათლებაში გვაქვს და გავაუმჯობესოთ ჩვენი შვილებისთვის ხარიხიანი განათლების ხელმისაწვდომობა, ავამაღლოთ მასწავლებელთა კვალიფიკაცია,“ - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

 „საქართველოსა და USAID-ის ახალი საგანმანათლებლო პარტნიორობა ხელს შეუწყობს  სკოლის დირექტორებს და ადმინისტრაციას გახდნენ სკოლის ლიდერები, ეს არის აკადემიური პერსონალის პროფესიული წარმატების საწინდარი. ჩვენ ხელს ვუწყობთ მასწავლებლებს, რათა აიმაღლონ პროფეიული კვალიფიკაცია და ჩამოყალიბდნენ პასუხისმგებლიან მოქალაქეებად. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას დასახული მიზნების მისაღწევად,“ განაცხადა USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ელჩმა, ერინ ელიზაბეტ მაქიიმ.

USAID განათლება მომავლისთვის საქართველოში 5 წლის მანძილზე ხელს შეუწყობს მომავალ  მასწავლებელთა მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაზრდას,  სკოლის მართვის გაუმჯობესებასა და სკოლის ავტონომიურობის გაძლიერებას.  პროგრამას ახორციელებს საერთაშორისო განვითარების საკონსულტაციო კომპანია ქემონიქსი. 

2004 წლიდან USAID საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მხარს უჭერს განათლების სფეროს განვითარებას. აღნიშნული პერიოდიდან USAID-იმ 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაფინანსება გამოყო როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების განვითარებისთვის. სახელმწიფოსთან და კერძო სექტორთან 20 წლიანი თანამშრომლობით მიღწეული შედეგები მასშტაბური და მდგრადია.   

საკონტაქტო პირი:  თამარ ხურცია, USAID განათლება მომავლისთვის საქართველოში, +995 555 523 350  tkhurtsia@fedu.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×