რეზონანსი
31.10.2023

ყოველგვარი მიკიბ მოკიბვის გარეშე, ვჩქარობდით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, მათ შორის თქვენც დარწმუნდით ამაში, როდესაც კანვასის ლიდერების მიერ ჩატარებული ტრენინგები ვნახეთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონზე საუბრისას განაცხადა.

„თუმცა, ვინაიდან ერთი ათად გაიზარდა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, ესე იგი ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს პრაქტიკული თვალსაზრისით ეს ადამიანები ვერ განახორციელებენ. ამიტომ, ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც აღარ არის, თუმცა ვეტო დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რას მოიფიქრებენ, კაცმა არ იცის", - აღნიშნა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×