
რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს - საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკულ ტელეკომპანია CBS-სთან ინტერვიუში ოკუპანტი ქვეყნიდან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთი ნიადაგს საქართველოშიც სინჯავს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ქვეყნის წინააღმდეგ ახლა ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს.
კითხვა: ომი უკრაინაში უკვე მესამე წელს ითვლის, რა გავლენა მოახდინა ამ ომმა საქართველოში ხალხის ცხოვრებაზე?
პრეზიდენტი: ეს არის შეხსენება იმისა, რაც საქართველომ გადაიტანა და რომ ქვეყანა მუდმივი საფრთხის წინაშე დგას.
ეს უკვე რეალობის ნაწილია, რომ რუსეთი ტესტავს ნიადაგს საქართველოში.
კითხვა: იყენებენ კი რუსეთის მოქალაქეებს ნიადაგის მოსასინჯად? როგორ ხდება ეს?
პრეზიდენტი: ყველაზე მარტივი გზა ჰიბრიდული ომია.