რეზონანსი
30.10.2023

ჩვენ გვჭირდება ისრაელის გამარჯვება, „ჰამასს“ არ უნდა დარჩეს კონტროლი ღაზის სექტორში, – ამის შესახებ ისრაელში დიდი ბრიტანეთის ელჩმა, საიმონ უოლტერსმა განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელმა უნდა დაიცვას ომის კანონები.

უოლტერსის განმარტებით, დიდი ბრიტანეთი შეშფოთებულია ებრაული თემის წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ზრდის გამო.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ანტისემიტიზმის გამო. შემაშფოთებელია, რომ საპროტესტო აქციების დროს ჩვენ ვნახეთ ანტისემიტური ლოზუნგები და ზოგიერთი მოწოდება ჯიჰადის მხარდაჭერისკენ. მთავრობა პასუხობს ამაზე, ის სერიოზულად ეკიდება დიდ ბრიტანეთში ებრაელების უსაფრთხოებას“, – განაცხადა უოლტერსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×