რეზონანსი
29.10.2023

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „ქრონიკასთან" ბრიუსელში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული ასოცირებული ტრიოს მხარდამჭერი დოკუმენტი შეაფასა.

„მნიშვნელოვანია ერთის მხრივ, ასოცირებული ტრიოს ფორმატის შენარჩუნება - უკრაინა, საქართველო, მოლდოვა ისევე, როგორც დასკვნით ნაწილში, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად საქართველოს მხარდაჭერა. მიუხედავად წინააღმდეგობრივი განცხადებებისა, დასკვნითი ნაწილი საქართველოსთვის არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მხოლოდ უნდა ველოდოთ, არამედ უნდა ვიმუშაოთ და პოზიტიური გზავნილები გავუშვათ საქართველოდან იმისთვის, რომ [ევროკავშირის] 27-ვე ქვეყანამ საქართველოს უთხრას კი", - აღნიშნა აქუბარდიამ.

ბრიუსელში ევროპული საბჭოს კიდევ ერთი სხდომა ასოცირებული ტრიოს მხარდამჭერი დოკუმენტით დასრულდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე. მზაობას გამოხატავენ, დაეხმარონ ქვეყნებს რეფორმების განხორციელების პროცესში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მომზადებულ დოკუმენტს აფასებენ მმართველ გუნდში და ოპოზიციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×