რეზონანსი
29.10.2023

ბრიუსელში ევროპული საბჭოს მიერ მიღებული ასოცირებული ტრიოს მხარდამჭერი დოკუმენტი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა შეაფასა.

„ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ დეკემბერში ველით ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეკრებას კიდევ ერთხელ, რომლებიც განიხილავენ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საკითხს. ეს გადაწყვეტილება და ეს დოკუმენტი ერთგვარად კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ პოზიციას, რაც იმედი მაქვს, რომ დეკემბერში უკვე აისახება შემდგომ გადაწყვეტილებაში, რაც კანდიდატის სტატუსი მინიჭების შესახებ იქნება", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ბრიუსელში ევროპული საბჭოს კიდევ ერთი სხდომა ასოცირებული ტრიოს მხარდამჭერი დოკუმენტით დასრულდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა დასკვნითი დოკუმენტი მიიღეს, რომელშიც საქართველოზეა საუბარი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ გზაზე და მზაობას გამოხატავს, დაეხმაროს ქვეყნებს რეფორმების განხორციელების პროცესში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×