რეზონანსი
29.10.2023

ხელვაჩაურში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.

უბედური შემთხვევა მოხდა ხელვაჩაურში - აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მახოს ხიდთან მომხდარ ავტოავარიას მსხვერპლი მოჰყვა - გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, სულ ავტომობილში 9 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 6 დაშავებული სხვადასხვა კლინიკაში გადის მკურნალობას, ერთი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.

მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც ოჯახის წევრები ისხდნენ, მახოს ხიდიდან გადავარდა.

რა მუხლით წარიმართება გამოძიება ჯერ უცნობია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×